იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლედ ლევან თევზაძე აირჩიეს

საქართველოს მოსამართლეთა რიგით მე-14 რიგგარეშე კონფერენციაზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლედ ლევან თევზაძე აირჩიეს.
არჩევნებში რეგისტრაცია სულ 263-მა მოსამართლემ გაიარა, ლევან თავაძემ 171 ხმა მოიპოვა.
საქართველოს მოსამართლეთა რიგით მე-14 რიგგარეშე კონფერენცია ამ წუთებში გრძელდება. დღის ბოლომდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სადისციპლინო კოლეგიის სამ წევრსაც აირჩევენ.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრს გიორგი შავლიაშვილს უფლებამოსილების ამოწურვისთანავე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ლევან თევზაძე ჩაანაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები