“მამუკა ჩარკვიანი ფეხის ამპუტაციას გადაურჩა”

მამუკა ჩარკვიანის ოპერაციამ კარგად ჩაიარა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი ბექა მჭედლიშვილი ჯანსუღ ჩარკვიანზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს.

„პრემიერის პრესსამსახურში დარეკა ბატონმა ჯანსუღ ჩარკვიანმა. მამუკა ჩარკვიანის ოპერაციამ კარგად ჩაიარა, ფეხის ამპუტაციას გადაურჩა და დიდი მადლობა პრემიერს, ღარიბაშვილმა მდიდრიშვილად მაქციაო :)) ვულოცავ ბატონ მამუკას და მის თითოეულ გულშემატკივარს ამ კარგ ამბავს და ველით მის დაბრუნებას სამშობლოში“,- წერს ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები