ზვიად სიჭინავა უეფა-ს სუპერთასზე დასწრების მსურველებს მიმართავს

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა მსურველებს მოუწოდებს, უეფა-ს სუპერთასის მატჩის ბილეთების შესაძენად ცოცხალ რიგში ხვალ, 09:00 საათიდან დადგნენ.
ამის შესახებ მედიის წარმომადგენლებს სიჭინავამ დღეს განუცხადა. მისივე თქმით, დღეს საღამოს შსს-სთან ერთად ჯებირების დაყენება და ადგილის მოწესრიგება დაიწყება.
“დღეს საღამოს ჩვენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ვიწყებთ ჯებირების დაყენებას, მოწესრიგებას იმ ადგილის და ხვალ, 09:00 საათიდან სალაროებისკენ ცოცხალი რიგი დაიძრება. ყველას ვთხოვ, რომ პროვოკაციებზე არ წავიდნენ, არაფერი ისეთი არ გააკეთონ, დადგნენ ცოცხალ რიგში ხვალ, 09:00 საათიდან და ბილეთები შეიძინონ”, – აღნიშნა სიჭინავამ.
როგორც ცნობილია, ბარსელონა-სევილიას მატჩზე დასწრების მსურველთა რიცხვი ვაკის პარკში ყოველ წუთს იზრდება. სპეციალურად შედგენილ სიაში უკვე 1500-ზე მეტი ფეხბურთის გულშემატკივარია ჩაწერილი. მათ იმედი აქვთ, რომ ამგვარად ისინი ხვალ ბილეთების შეძენას შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები