გიგლა აგულაშვილი გამოფენას – „ჩემი თვალით დანახული სამყარო“ დაესწრო

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაუნის სინდრომისა და აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების ფოტონამუშევრების გამოფენას – „ჩემი თვალით დანახული სამყარო“ დაესწრო.

გამოფენა საქართველოში პირველი ევროპული სტანდარტების სარეაბილიტაციო ცენტრის შექმნის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა ესწრებოდნენ. ფოტოგამოფენა არასამთარობო ორგანიზაციის „მზის შევილების“ და SOCAR -ის საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები