პრორუსმა „ბოევიკებმა“ ტყვეობიდან 10 მებრძოლი, მათ შორის ქართველი რუსლან შანიძე გაათავისუფლეს
უკრაინაში პრორუსი „ბოევიკების“ ტყვეობიდან 10 მებრძოლი გათავისუფლდა. მათ შროის არის ბატალიონ „აიდარის“ ქართველი მებრძოლი რუსლან შანიძე. ამის შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე უკარაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ დაწერა.
„მეგობრებო, კარგი ამბავი მაქვს. „ბოევიკების“ ტყვეობიდან 10 ჩვენი ჯარისკაცი გათავისუფლდა. ძალიან მალე ისინი საკუთარ ოჯახებს შეხვდებიან“, – დაწერა პროროშენკომ.
უკრაინის უშიშროების სამსახურში აღნიშნეს, რომ 10 მებრძოლი „ბოევიკებმა“ მინსკის შეთანხმებების შესაბამისად გაათავისუფლეს.