ზურაბ გურიელიძე: დაღუპული ცხოველების შევსება ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციიდან მოხდება

„ ცხოველების ნაწილი დაიღუპა, მაგრამ ყველა ცხოველის შევსება ევროპის აკვარიუმებისა და ზოოპარკების ასოციაციიდან მოხდება. ეს არის ევროპის ზოოპარკების გაერთიანება, რომლის წევრობის კანდიდატებიც ჩვენ 2010 წლიდან ვართ და რომლისგანაც მივიღეთ გარანტიები იმის შესახებ, რომ როგორც კი ვოლიერები აშენდება, რომელი ცხოველებიც დაგვჭირდება, ჩვენთვის ყოველგვარი რიგების გარეშე გადმოგზავნილი იქნება“,- აღნიშნული განცხადება პორტალ „კვირას“ პრესკლუბში თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გააკეთა.
მისი თქმით, ამ დროისთვის გადარჩენილი ცხოველების მდგომარეობა ნორმალურია, ის ცხოველები კი, რომლებიც დაზარალდნენ, დროებით უსაფრთხო პირობებში იმყოფებიან.
„სანამ ცხოველებს შემოვიყვანთ, მანამდე ჯერ ვოლიერები უნდა აშენდეს. დახმარების სურვილი თითქმის ყველა ქვეყანამ გამოთქვა. ჩვენთან იყვნენ ჩამოსულნი ჩეხეთის ზოოპარკის წარმომადგენლები, რომლებმაც აქ ძალიან ინტენსიურად და მძიმე საქმეზე იმუშავეს. ასევე იყვნენ ისრაელის ზოოპარკების წარმომადგენლები. ახლა ჩვენთან იმყოფება აშშ-ს მემფისის ზოოპარკების წარმომადგენელი. ჩვენთან ერთად მუშაობენ „იუსაიდისა“ და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლები. დახმარება სხვადასხვანაირია, მათ შორის დონორების მიმართ წინადადებების მომზადება, რაც თანხებს საჭიროებს“,- აღნიშნა გურიელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები