ლარი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში მცირედით გაუფასურდა.
ხვალიდან ერთი დოლარის შეძენა 2.2468 ლარად იქნება შესაძლებელი. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.2461 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0007 ლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსის თანახმად, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.4787 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.4752 ლარს შეადგენდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები