თინათინ ხიდაშელი მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი მეცნიერებათა აკადემიის ხელმძღვანელობას, აკადემიური საბჭოს წევრებსა და თანამშრომლებს შეხვდა.

მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ შეხვედრას ასევე დაესწრნენ, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე. თავდაცვის მინისტრმა აკადემიკოსებთან ურთიერთთანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

„თავდაცვის სამინისტროს საკმაოდ დიდი სეგმენტი აქვს საგანმანათლებლო სივრცისა და სამეცნიერო საქმიანობის კუთხით, საკუთარი ფუნქციებიდან და საქმიანობიდან გამომდინარე. ამიტომ, ძალიან ღირებული და მნიშვნელოვანი იქნება ამ ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ კი სამინისტროსთან თანამშრომლობისთვის აქტუალურ საკითხებად ისეთი თემები დაასახელა, როგორიცაა ერთობლივი საკოორდინაციო საბჭოს ჩამოყალიბება, სამხედრო თემატიკის მეცნიერული კვლევების დაფინანსება და სამხედროების კვება. აქტუალური საკითხების გათვალისწინებით, მეცნიერებათა აკადემიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის უკვე მოქმედი მემორანდუმის გადახედვაც იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები