ბათუმის დელფინარიუმი ბრალდებას პასუხობს

ბათუმის დელფინარიუმი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება. დელფინარიუმის დირექცია უარყოფს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის დელფინარიუმი ფასიანია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეტლით მოსარგებლე შშმ პირთათვის დელფინარიუმის შოუზე დასწება უფასოა.

მათივე ინფორმაციით, დელფინარიუმი ერთ-ერთი ინიციატორია რეგიონში, რომელმაც ხელი შეუწყო და ყოველთვის შეუწყობს შშმ პირთა ადაპტაციას, დასაქმებას და სოციალიზაციას.

„დელფინებთან ინტერაქტივი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის არის სრულიად განსხვავებული, ინდივიდუალური პროგრამა, რომელიც მოიცავს ინდივიდუალურად განსაზღვრულ დროს, ინდივიდუალურ მწვრთნელ-ინსტრუქტორს, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ სპეციალურად შემუშავებული პროგრამის საფუძველზე მუშაობს თითო შშმ პირთან ინდივიდუალურად. (ჩვეულებისამებრ დელფინებთან ინტერაქტივი არის (4 ადამიანისგან შემდგარი) ჯგუფური მიღება-მომსახურების სერვისი და რადიკალურად განსხვავდება შშმ პირთა ინტერაქტივის პროგრამისგან). ის ასევე მოიცავს ადაპტირებულ საშხაპეებს, სხეულის სტერილიზაციას, სპეციალურ ჰიდროკოსტიუმს (მოთხოვნის შესაბამისად).
აქვე ერთი განმარტება: ინტერაქტივი არის სრულიად სხვა პროგრამა და დელფინთერაპია (რომელიც ბათუმის დელფინარიუმი არ ტარდება), სულ სხვა. ამასთან, შშმ პირთათვის დელფინარიუმში დელფინებთან ინტერაქტივის მომსახურების ღირებულება მოქმედებს სერვისის ამოქმედების დღიდან (უკვე 5 წელია) და ეს ტარიფი არასოდეს შეცვლილა. ეტლით მოსარგებლეთათვის შშმ პირთათვის დელფინარიუმის შოუზე დასწება (დღიდან მისი დაარსებისა) უფასოა. ინფრასტრუქტურაში შედის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურება პანდუსითა და ლიფტებით. დელფინარიუმი და ”6 მაისის პარკი” მუდამ მზად არიან, ემსახუროს შშმ პირებს. ის ერთ-ერთი ინიციატორია რეგიონში, რომელმაც ხელი შეუწყო და ყოველთვის შეუწყობს შშმ პირთა ადაპტაციას, დასაქმებას და სოციალიზაციას. კონკრეტული მაგალითების დასახელებისგან თავს შეგნებულად ვიკავებთ, ვინაიდან სწორედაც ამ ფაქტით სპეკულირება იქნება მათი დისკრიმინაცია“, -აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები