პოროშენკომ სააკაშვილს სიტყვა შეაწყვეტინა – უხერხული შემთხვევა თათბირზე (ვიდეო)

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს სიტყვა შეაწყვეტინა. შემთხვევა გუბერნატორების თათბირზე მოხდა.
თათბირის დროს ოდესის და დნეპროპეტროვსკის საოლქო ადმინისტრაციების ხელმძღვანელთა შორის კამათი მოხდა. სააკაშვილმა დნეპროპეტროვსკის გუბერნატორს სიტყვა რამდენჯერმე შეაწყვეტინა.
„მე კამათის უფლებას არ მოგცემთ, სიტყვას აქ მე ვაძლევ“, – განაცხადა პოროშენკომ, როდესაც დაინახა, რომ სააკაშვილი პოროშენკოს სიტყვას აწყვეტინებს.
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ივანოვო-ფრანკოვსკის ოლქის პროკურორი სააკაშვილის კრიტიკის შემდეგ თანამდებობიდან გადააყენეს. ასევე უწყებაში გამოძიების ჩატარების პერიოდზე თანამდებობიდან მოხსნეს უკრაინის საავააციო სამსახურის ხელმღვანელი, ასევე სააკაშვილთან კონფლიქტის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები