“პოზიციის” ორგანიზებით, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში კონცერტი გაიმართა (ვიდეო)

არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი, ახალგაზრდული ფრთის ლიდერი დემეტრე ცხვიტავა და სოციალური პროექტების ხელმძღვანელი თამთა ღლონტი, ქუჩის მუსიკოსებთან ერთად, თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატს ეწვივნენ და იქ მცხოვრები მოხუცების პრობლემებს გაეცვნენ.
როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი უმთავრესი სატკივარი, რომელიც აღნიშნული პანსიონატის ბინადართ გააჩნიათ, ისაა, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მათ ტელემაუწყებლობა გაეთიშათ და აქედან გამომდინარე, ინფორმაციულ ვაკუუმში იმყოფებიან.
ხანდაზმულებმა ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს პრობლემის მოგვარებაში დახმარების გაწევა სთხოვეს. ადამაშვილი შეჰპირდა მოხუცებულებს, რომ მაქსიმალურად შეეცდება მათთვის დახმარების აღმოჩენას.
თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში “პოზიციის” წარმომადგენლების და ქუჩის მუსიკოსების სტუმრობის მთავარ მიზანს კი ხანდაზმულებისთვის მცირე კონცერტის გამართვა წარმოადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები