დავით კეზერაშვილს პატიმრობა შეეფარდა
საქართველოს საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ კეზერაშვილს პატიმრობა, ახალ ბრალდებაზე მამა – შვილი ნიჟარაძეებისთვის ქონების წართმევისთვის შეუფარდა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი გამოძალვის ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
საგამოძიებო უწყების ცნობით, დავით კეზერაშვილი ბიზნესმენ თამაზ ნიჟარაძეს და მის შვილს – ზურაბ ნიჟარაძეს მათი კუთვნილი კომპანიების BIMEDIA INVESTMENTS LIMITED“-ისა და MISSION INVESTMENT LIMITED“-ის წილების დათმობას ძალადობის გამოყენებით სთხოვდა. ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად, მათ რამდენიმე ათეული მილიონი ლარის ღირებულების აქციები დავით კეზერაშვილის მიერ კონტროლირებად, ობშორულ ზონებში რეგისტრირებული საწარმოების სასარგებლოდ უსასყიდლოდ დათმეს.
ყოფილი თავდაცვის მინისტრის წინააღმდეგ საქმე აღძრულია სსკ-ის 181-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,გ“ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.