გომელაური: არ ვიცი, ვნახოთ, დავრჩები თუ გადავალ, ამას პრემიერ-მინისტრი გადაწყვეტს

შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განმარტებით, მისთვის უცნობია, თუ სად გააგრძელებს საქმიანობას უწყების გაყოფის შემდეგ. როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს საკითხი პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია.
“არ ვიცი, ვნახოთ, დავრჩები თუ გადავალ, ამას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადაწყვეტს”, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფა 1 აგვისტოდან იგეგმება. პარლამენტმა შესაბამისი კანონი სამივე მოსმენით უკვე მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები