საბერძნეთს ვეროზონაში დარჩენა სურს – ათენმა ევროკავშირს ახალი კრედიტის თხოვნით მიმართა

საბერძნეთმა ევროკავშირს „ევროპული სტაბილიზაციის მექანიზმის“ ფარგლებში ახალი ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართა და მისი დამტკიცების შემთხვევაში უკვე მომდევნო კვირას არაპოპულარული რეფორმების განხორციელებას დაიწყებს. ამის შესახებ „როიტერი“ ევროპული ფონდის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება. ამ განაცხადს EWG დღეს განიხილავს.
ევროკრედიტორებისთვის მიმართვას ხელი მოაწერა საბერძნეთის ახალმა ფინანსთა მინისტრმა ევკლიდ ცაკალოტოსმა. მასში საუბარია „საბერძნეთის ფინანსთა სისტემის არასტაბილურობაზე“, მცირე ოდენობის საბანკო ლიკვიდურობაზე და სავალუტო ფონდსა და ევროპის ცენტალური ბანკის წინაშე ვადაგადაცილებულ გადასახადებზე“, ასევე ამ დავალიანების გადახდის სურვილზე და ევროზონაში დარჩენის სურვილზე. საბერძნეთის მოთხოვნაში 3 – წლიან კრედიტზეა საუბარი.
იმ შემთხვევაში, თუ ეს განაცხადი დაკმაყოფილდება, საბერძნეთის ხელისუფლება მზად არის, დაიწყოს საპენსიო რეფორმა და გაზარდოს გადასახადები, ასევე შეამციროს სახელმწიფო ხარჯები და ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი გაზარდოს. ახალი სესხის ოდენობაზე წერილში საუბარი არ არის.
შეგახსენებთ, რომ 2 დღის წინ ევროპის ცენტრალური ბანკი საბერძნეთს დეპოზიტების შეკვეცით დაემუქრა იმის მსგავსად, როგორც ეს 2013 წელს კვიპროსში მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები