სილვიო ბერლუსკონის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
იტალიის ქალაქ ნეაპოლის სასამართლომ ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბერლუსკონი დამნაშავედ ცნეს 2007 წელს სენატორების მოსყიდვაში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის რომანო პროდის გადაყენების მიზნით.
გამოძიების ვერსიით, 2007 წელს ოპოზიციაში მყოფმა ბერლუსკონიმ რამდენიმე მილიონი ევრო დახარჯა მმართველი უმრავლესობის წევრთა მოსასყიდად, რომლებიც მის მხარეს გადავიდნენ. ამის შემდეგ ბერლუსკონიმ სამთავრობო კრიზისის პროვოცირება მოახდინა, რომლის შედეგად 2008 წლის იანვარში რომანო პროდი გადადგა.
იტალიის კანონმდებლობით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ზემდგომ ინსტანიციაში შეიძლება გასაჩივრდეს. თუკი მას სააპელაციო სასამართლოც დამნაშავედ ცნობს, მაშინ გადაწყვეტილების გასაჩივრება საკასაციო სასამართლოში იქნება შესაძლებელი. მთელი ეს პერიოდი ბერლუსკონის, რომელიც სხვადასხვა სასამართლო პროცესებს შეეჩვია, ჩვეულებრივი ცხოვრების გაგრძელება შუძლია. თანაც ამ საქმეს ხანდაზმულობის ვადა შემოდგომაზე გასდის. ასე რომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აღნიშნულ დანაშულზე სილვიო ბერლუსკონის დააპატიმრებენ.