თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
თბილისის მოსახლეობის ნაწილს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. კომპანია “თელასის” საბურთალოს რაიონში გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელ დიღომის, ვაშლიჯვრის დასახლების, გელოვანის გამზირის, დიდგორის, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, იასამნის, იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის, ჩაილურის და დოლიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, ვარკეთილის მეურნეობის, მშვიდობის, უცნობის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქნავთობის დასახლების, ლილოს დასახლების, კახეთის გზატკეცილის და ნაკადულის ქუჩის მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II, V კვარტლების, ცხვედაძის, ტიციან ტაბიძის, რაზმაძის და აბაშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, არალეთის, ახალდაბის, მოლითის, ბჟოლეთის, სიხარულიძის, გარიყულის, თიანაეთის, ძმები გარიშვილების, ჩაეგლის, სადმელის, კაკაბაძის, ველისციხის, გამყრელიძის, სამოცდამეცამეტე და ამირანაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
ისნის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მოსკოვის გამზირის და მეველეს ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI და VIII მიკრორაიონების, ხერგიანის, მიქატაძის და ვართაგავას ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, მეორე ხეივნის, ხეივნის, გულიას და ვერცხლის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზაარბრიუკენის მოედნის, აღმაშენებლის გამზირის, უზნაძის, რომის, ჩერნიშევსკის და თვალჭრელიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილი მე-9 კილომეტრის, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, ბელიაშვილის, ლუბლიანას, მიხეილ ჭიაურელის, ჩაჩავას, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.