გოგი ქავთარაძე: მე ვთქვი, რომ საქართველოს ღირსია ნატოს წევრობისა
მე ჩემი აზრი ძალიან უბრალოდ ჩამოვაყალიბე და ვთქვი, რომ საქართველო ღირსია იყოს ნატოს სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გოგი ქავთარაძემ “ქრონიკის” ეთერში განაცხადა.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მის განცხადებას მძაფრად და მკვეთრად არავინ გამოხმაურებია და არც სხვა რამ უგულისხმია, გარდა იმისა, რომ საქართველო ნატოს წევრობის ღირსია.
“მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ვნებათაღელვა გამოიწვია ჩემმა განცხადებამ. ჩემთან არავინ მოსულა და არც არავის უთქვამს რაიმე მძაფრი და მკვეთრი ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით. მე გამოვედი და ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი ძალიან მკვეთრად და უბრალოდ, რომ საქართველო არის იმის ღირსი, რომ იყოს ნატოს წევრი. სხვა მე არაფერი არც მიგულისხმია და არც ვთქვი”,- განაცხადა გოგი ქავთარაძემ.