დეპუტატებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ცისმარ ონიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს
საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ცისმარ ონიანის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირეს.
დღევანდელ სესიაზე კენჭისყრის დროს აღნიშნულმა კანდიდატურამ მხოლოდ 37 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დამტკიცებისთვის საკმარისი არ არის.