ზაალ სარაჯიშვილი ათენში სპეციალური ვიზიტით გაემგზავრება

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, გელა დუმბაძის გადაწყვეტილებით, შაბათს, 11 ივლისს, სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი სპეციალური ვიზიტით ათენში გაემგზავრება.
როგორც „კვირას“ უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ზაალ სარაჯიშვილის ვიზიტის მიზანია ქვეყანაში არსებული ვითარების და იმ პრობლემების ადგილზე გაცნობა, რაც ფინანსური კრიზისის გამო საბერძნეთში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს და საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები