ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტზე იმსჯელეს

სასტუმროში „holiday Inn“ ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტზე იმსჯელეს.
პროექტი ქუთაისში ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას, ნარჩენების გადაზიდვის სიტემის მოწყობასა და გადამუშავებას დაქვემდებარებული ნარჩენებისთვის სორტირების საწარმოს მოწყობას ითვალსიწნებს.
დაინტერესებულ მხარეთა საინიციატივო შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუექტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, ფინანსთა სამინისტროს, გერმანიის განვითარების ბანკის (KFW), ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო აქტივობები განიხილეს.
პროექტის საერთო ბიუჯეტი 26 მილიონ ევროს შეადგენს. მათ შორის 20 მილიონი ევრო – სესხი გერმანიის განვითარების ბანკისგან (KFW), სამეზობლო სინვესტიციო ფონდმა გრანტის სახით 2 მილიონი ევრო გამოყო, ხოლო ადგილობრივი კონტრიბუცია 4 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები