მიხეილ სააკაშვილმა თავისი მრჩეველი თანამდებობიდან გადააყენა

 

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავისი მრჩეველი და ოდესის საოლქო ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მოადგილე მიხეილ კუჩუკი თანამდებობიდან გადააყენა. ამის შესახებ სააკაშვილმა უკრაინაში აშშ-ს ელჩთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. ოდესის გამოცემა “დუმსკაიას“ ინფორმაციით, სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი წინამორბედების დროს „ასობით მილიონი იყო მოპარული და ჯერ კიდევ ყველაფერი ცნობილი არ არის“. ამის გამო სააკაშვილმა პროკურატურას კუჩუკის საქმიანობის შესწავლის მოთხოვნით მიმართა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 30 მაისს მიიღო და იმავე დღეს ის ოდესის საოლქო ადმინისტრაციას ჩაუდგა სათავეში. მოგვიანებით სააკაშვილის გუნდს შეუერთდა ცნობილი იურისტი ალექსანდრე ბოროვიკი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები