თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია “თელასის ცნობით, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილის მასივის VI, VII, VIII, IX კვარტლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილის, ლაღიძის ჩიხის, სამგორის დასახლების, მერვე ლეგიონის დასახლების, შუამთის, კალოუბნის, ჯავახეთის, წულუკიძის, ლაღიძის, ბოგდან ხმელნიცკისა და პეტეფის ქუჩებს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიასა და ფეიქრების ქუჩებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების, კვანტალიანის, გოძიაშვილისა და სანდრო ეულის ქუჩებს, ქეთევან წამებულის გამზირს, სამასი არაგველის და იალბუზის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ასევე, 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ლილოს დასახლებას, საქსოფმანქანის დასახლებას და ვარკეთილი-3-ის III მიკრორაიონს, ჭავჭავაძის გამზირს, ფალიაშვილის, მოსაშვილის, ყიფშიძისა და აბულაძისა და გორგასლის ქუჩებს.
გარდა ამისა, გეგმიური სამუშაოების გამო 10:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის V კვარტლის, აღმაშენებლის გამზირის, ჩხეიძის და უზნაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 11:00-დან 16:00 საათამდე ტაბიძის, ასათიანის, მაჩაბელის, მანჯგალაძის, ვაჩნაძის, გუდიაშვილისა და პუშკინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის.