ლევან მამალაძე: ჩვენ განადგურებით გვემუქრებიან!

პროკურორებისა და მოსამართლეების დიდი ნაწილი სააკაშვილისა და ადეიშვილის მიერ ფინანსდება, – ამის შესახებ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს. მამალაძის თქმით, ძველი საქმეები ისევ გამოუძიებელია, რადგან მოსყიდული პროკურორები და მოსამართლეები წყვეტენ დღეს ადამიანების ბედს.

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი მთავრობას მიმართავს, გაანთავისუფლონ სტრუქტურებიდან სააკაშვილის მოსყიდული პირები და სამართლიანობას აღდგენა ბოლომდე მიიყვანონ.

„სააკაშვილი და ადეიშვილი საუბრის წარმოდგენილ ჩანაწერში პირდაპირ მიუთითებენ, რომ პროკურორების და მოსამართლეების დიდი ნაწილი მათ მიერ ფინანსირდება, ხოლო ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი მათზე მუშაობს მოსყიდული ჩინოვნიკების მეშვეობით, სამართლიანობის აღდგენის ყველა მცდელობას ბლოკავენ და ჩვენ განადგურებით გვემუქრებიან!

ერთი შეხედვით პრესით გავრცელებული ეს ინფორმაცია არ უნდა დაიჯერო, მაგრამ რაც საქართველოში ხდება, პირიქით ადასტურებს ყოველივეს. 2012 წლის 26 ნოემბერს შევიტანეთ განცხადება მთავარ პროკურათურაში, მასზე არანაირი რეაგირება არ მოხდა. ამის შემდეგ ჩვენ თვითონ გამოვიძიეთ საქმე, დავადგინეთ დამნაშავე პროკურორები და პოლიტიკური რეპრესიების შემკვეთი მიხეილ სააკაშვილი.
384 გვერდიანი მასალა 2015 წლის 25 აპრილს მთავარ პროკურატურაში შევიდა. ყველა დასაბუთება ისე არის წარდგენილი, რომ პროკურატურას მაქსიმუმ ერთი კვირა დასჭირდებოდა შესასწავლად და დასკვნის დასადებად. სამწუხაროდ, განცხადებას სათანადო რეაგირება არ მოყოლია!

სინამდვილეში, ხდება ის რაზედაც სააკაშვილი და ადეიშვილი საუბრობენ. მათი მოსყიდული პროკურორები და მოსამართლეები წყვეტენ დღეს ადამიანების ბედს და არა კანონი და კონსტიტუცია. მაშინ რითი ავხსნათ ის, რომ სააკაშვილის პოლიტუკურ რეპრესიებს შეეწირა მამაჩემის და ჩემი ბიძის სიცოცხლე, მე ოჯახთან ერთად 12 წელია დევნილობაში ვარ და სამართლიანობის აღდგენის ყველა მცდელობა უწყებებში დაიბლოკა?! ემზარ კვიციანი სამართლიანობის აღდგენისთვის დაბრუნდა საქართველოში, იგი უმალ გამოკეტეს ციხეში, სააკაშვილისეული პრკურორი და მოსამართლე მიუჩინეს, ბრალდება ძალაში დაუტოვეს და სასჯელის ვადის შემცირებით გამოუშვეს, ისიც ხალხის მოთხოვნა რომ არა, საკანში იჯდებოდა დღესაც! სულხან მოლაშვილს წლების განმავლობაში აწამებდნენ ციხეში, ადამაინს ჯანმრთელობა შეურყიეს, რაც გააჩნდა ყველაფერი წაართვეს, მწამებლლები და შემკვეთნი კი არ დასჯილან! ასევე დღემდე იგნორირებულია პოლიტდევნილების მამუკა ნიკოლაიშვილის და თემურ ბასილიას საქმეები და სხვა! ყველასთვის ნათელია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მიმართებაში, სამართლიანობა დროულად აღდგა და ქონებრივი პრობლემებიც მოგვარდა. ათასობით ადამიანი კი ელოდება შეპირებულ სამართალს, უფლებების აღდგენას და წართმეული ბიზნესის დაბრუნებას. მიუხედავათ თქვენი მცდელობისა, პროკურატურაში ახალი დეპარტამენტის შექმნა და სხვა, სამართლიანობის აღდგენის პრინციპი ვერ შეიცვალა, მას მაინც კონიუქტურული და შერჩევითი სახე აქვს! ცხონებული იური ვაზაგაშვილის და ბესიკ ხარძიანის სამათლიანობისთვსი თავგანწირვა კი მივიწყებს მიეცა. პრობლემის სიმძიმე რომ შეიგრძნოთ, ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ სააკაშვილის რეჟიმი არ შეცვლილა! რა ბედი გეწეოდათ თქვენ, თქვენ ოჯახს და საახლობლოს, რიმელიც სააკაშვილს უკვე ციხეში ყავდა გამწესებული?! ამას იმიტომ ვამბობ, რომ გაითავისოთ ეს პრობლემა, განთავისუფლდეთ ზოგიერთი მინისტრის, პოლიტიკური ჯგუფის და ელჩის ზეგავლენისაგან, გაწმინდოთ სტრუქტურები სააკაშვილის მოსყიდული პირებისგან და სამართლიანობის აღდგენა ბოლომდე მიიყვანოთ. სიმართლისთვის მებრძოლ ლიდერს საზოგადოება გვერდში დაუდგება. ყალბის გამტარებელს კი პასუხს მოთხოვს!

P.S. ეს მიმართვა თავისთავად ბიძინა ივანიშვილს ეხება, რადგან დღევანდელი საქართველოს სახელმწიფოს პროექტის ავტორი ბტონი ბიძინაა, მით უფრო რომ ყველა თანამდებობის პირი პრეზიდენტიდან დაწყებული, მთავარი პროკურორით დამთავრებული მისი რეკომენდაციით ინიშნება“, – წერს ლევან მამალაძე და იქვე ბმულს აქვეყნებს.

http://marshalpress.ge/?p=7352

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები