პრემიერი ნიკოლოზ ბასილაშვილს უიმბლდონზე მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს უიმბლდონზე მოპოვებულ გამარჯვებას ულოცავს. პრემიერმა ქართველ ჩოგბურთელს წარმატებები უსურვა.
„ვულოცავ ჩვენს თანამემამულეს, ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ასპარეზობის – უიმბლდონის პირველ და მეორე წრეში დამაჯერებელ გამარჯვებას და მესამე წრეში გადასვლას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი წარმატებაა ახალგაზრდა ჩოგბურთელისათვის. ვუსურვებ მას წარმატებებს და კიდევ მრავალ გამარჯვებას საქართველოს სასახელოდ“,-აღნიშნულია პრემიერის მისალოც წერილში.