BileTebi.ge ინფორმაციას ავრცელებს

ჯერჯერობით გაყიდულია უეფას სუპერთასის 1500 ბილეთი, 143 00 მომხმარებელი რიგშია – აღნიშნულ ინფორმაციას BileTebi.ge ფეისბუქის გვერდზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, გაყიდვა კვლავ ხარვეზებით მიმდინარეობს. “პრობლემა ფიქსირდება რიგის მენეჯმენტ კომპანიასა და ჩვენს შორის. ჯერჯერობით გაყიდულია 1500 ბილეთი, 143 00 მომხმარებელია რიგში. სისტემა მომხმარებლების ნაკადს უმკლავდება, თუმცა რიგის სისტემასთან კავშირში კვლავ შეფერხებებია. დარჩენილია ყველა კატეგორიის ბილეთი”, – ნათქვამია ინფორმაციაში. უეფას სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს “დინამო არენაზე” გაიმართება. “ბარსელონასა” და “სევილიას” დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები