27 ივნისი თევზჭერის საერთაშორისო დღეა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დაბა სტეფანწმინდას სტუმრობდა, სადაც თევზჭერის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს „გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის“ წვერებს შეხვდა და პროფესიული დღე მიულოცა.
მეთევზეთა კლუბი არაკომერციულ პროექტს „კალმახის მოშენება – კეთილი საქმე“ დაბა სტეფანწინდის სოფელ სნოში ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს გადაშენების პირას მყოფი ტბის/მდინარის კალმახის პოპულაციის აღდგენას საქართველოს მდინარეებში.
სნოს ტბიდან, სპეციალურად მომზადებულ არხში, „წითელი ნუსხის“ სახეობის სადედე კალმახის ინდივიდებს ჩაუშვებენ, რაც მიზნად ისახავს ამ სახეობის აღწარმოებასა და გამრავლებას ბუნებრივ პირობებში.
პრეოქტის მიზანია ტბის/მდინარის კალმახის პოპულაციის აღდგენისთვის სამუშაოების ჩატარება საქართველოს სხვადასხვა მდინარეში, რაც ხელს შეუწყობს მომავალში სახეობის „წითელი ნუსხიდან“ ამოღებას.
გიგლა აგულაშვილმა, კლუბის წევრებთან ერთად, სპორტულ თევზაობაში მიიღო მონაწილეობა. თევზჭერის საეთაშორისო დღე 1985 წლიდან აღინიშნება. რომში 1984 წლის ივლისში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე თევზჭერის რეგულირებისა და განვითარების დადგენილებით, საერთაშორისო დღე 27 ივნისს აღინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები