“პოზიციამ” გლდანის შშმ მოზარდები მოინახულა (ფოტო, ვიდეო)
არასამთავრობო ორგანიზაცია“ პოზიციისა“ და თბილისის ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის კერძო სკოლის წარმომადგენლები გლდანის შშმ ბავშვთა ცენტრს ესტუმრნენ და მოზარდებს ტანსაცმელი, სათამაშოები და საკვები პროდუქტები ჩაუტანეს.
აღსანიშნავია, რომ „პოზიცია“ ინტენსიურად ახორციელებს სოციალურ პროექტებს.
“პოზიციის” წარმომადგენლები საზოგადოებას სოციალურ პროექტებში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდებენ, რადგან, მათივე თქმით, აღნიშნული აქტივობები თითოეული მოქალაქის სოციალური პასუხისმგებლობის საკითხია.