თინა ხიდაშელმა ევროსაბჭოში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამოყენება მოითხოვა

  სტოკჰოლმში მიმდინარე ევროპის საბჭოს კომიტეტის სხდომაზე, ევროსაბჭოს ლიბერალური ფრაქციის ვიცე- პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ კომიტეტზე რუსეთის წინააღმდეგ ევროსაბჭოს წესდებით გათვალისწინებული სანქციების გამოყენება მოითხოვა.
“ეს დისკუსია ამ კომიტეტში 6 წლის წინ უნდა შემდგარიყო, როდესაც რუსეთი დამოუკიდებელი სახლმწიფოს – ჩემი სამშობლოს ნაწილის ოკუპაციას ახდენდა მორიგ ჯერზე. სამწუხაროდ, ეს არ მოხდა. მაშინ რუსეთი ვერ შეაჩერეთ. იმედია, ეს დღეს მაინც მოხერხდება და არავინ გაიზიარებს ამ დარბაზში რუსეთის წარმომადგენლების საუბარს იმაზე, რომ რუსი განმათავისუფლებლები უკრაინის ფაშისტებისაგან გათავისუფლებისათვის იბრძვიან. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია სახელები დავარქვათ მარტივ მოვლენებს. რუსეთის ინტერვენცია დამოუკიდებელ სახელმწიფოში სახეზეა. ევროპის საბჭოს კი მხოლოდ ის შეუძლია, რუსეთს დაუდასტუროს, რომ ევროპის საბჭო თავისუფალი დემოკრატიული ქვეყნების ორგანოზაციაა და, შესაბამისად, აამოქმედოს სანქციები სრულად”, – მიმართა თინათინ ხიდაშელმა კომიტეტს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები