ბესარიონ აბაშიძემ თელავში, სვიანას ტყეში ახალად გახსნილი რეკრეაციული ზონა მოინახულა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ თელავში, სვიანას ტყეში ახალად გახსნილი რეკრეაციული ზონა მოინახულა.

რეკრეაციული ზონა ხელს შეუწყობს სვიანას ტყის სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ფუნქციების გაძლიერებას.

სვიანას რეკრეაციული ზონა “ავსტრიული თანამშრომლობა განვითრებისთვის” (ADC) და USAID –ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინიციატივით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნული სატყეო პროგრამის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც ტყის მართვის პრაქტიკის დანერგვაზე მუშაობს. სამუშო ჯგუფი ასევე ტყიდან ნარჩენების გატანის, რეკრეაციულ ზონაში შექმნილი ინფრასტრუქტურის მოვლისა და განვითარების საკითხებსაც შეისწავლის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები