აქციას – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად” სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა

ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის აქციას – „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად”, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები შეუერთდნენ.
როგორც ექიმმა და ბრიგადირის ხელმძღვანელმა ირმა მაღლაკელიძემ “კვირას” განუცხადა, მათ დონაციაში მიიღეს მონაწილეობა და სისხლი უანგაროდ გაიღეს. მისივე თქმით, აღნიშნულ აქციაში მონაწილეობა, გარდა თვითმმართველობის წევრებისა, უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმაც მიიღეს.
„ამ აქციას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი შეუერთდა, უნივერსიტეტის თვითმმართველობა, ასევე, სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები. გუშინ 12 დონაცია გაკეთდა, ბავშვებმა სისხლი გამოცდების შემდეგ ჩააბარეს, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ბავშვები თავს კარგად გრძნობდნენ. დიდი მადლობა თვითმმართველობის პრეზიდენტს ლაშა გაზდელიანს ამ აქციაში მონაწილეობისთვის და თითოეულ მათგანს – უანგარო დონაციისთვის. აქციას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ ამასთან დაკავშირებით, გვაქვს გეგმები“, – განაცხადა ირმა მაღლაკელიძემ.

10418209_10153030339599779_9489969457413109_n

11143320_10153030339619779_5300815035055053907_n

11540932_10153030339609779_5382328305195541743_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები