„მწუხარებას გამოვთქვამ ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო“

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი ქართველი მომღერლის ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მინისტრი გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი ქართველი მომღერლის ეთერ კაკულიას გარდაცვალების გამო. სამძიმარს ვუცხადებ ქალბატონი ეთერის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, -აღნიშნულია მინისტრის სამძიმრის წერილში.
ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, მომღერალი ეთერ კაკულია 67 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა. ეთერ კაკულია ისრაელში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომღერალი თბილისში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. ეთერ კაკულია 1948 წელს დაიბადა. იყო ესტრადის მომღერალი, საქართველოს დამსახურებული არტისტი (1983). 2014 წელს ფილარმონიის წინ ეთერ კაკულიას ვარსკვლავი გაიხსნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები