ლია ჯახველაძემ დაზარალებულებისთვის პირველადი მოხმარების საგნები მიიტანა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას კვლავაც განაგრძობენ. საკრებულოს ინფორმაციით, ქვემო სამგორის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლია ჯახველაძე, ვაკის რაიონის გამგეობაში, სამგორის რაიონის გამგებელთან მამუკა ჩოქურთან, N106 საჯარო სკოლის ადმინისტრაციასთან და მოსწავლეებთან ერთად მივიდა და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის შპს „ანტრე ბატონოს“ მხარდაჭერით საკვები პროდუქტები, წყალი და ჰიგიენის საშუალებები მიიტანა.