78 ცხოველის ლეში დამარხული და განადგურებულია

სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით 78 ცხოველის ლეში დამარხული და განადგურებულია, – ამის შესახებ „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.
მათივე ცნობით, სტიქიის შედეგად დახოცილი ცხოველების ლეშის განადგურებაზე ზედამხედველობას ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო.

სააგენტოს ინფორმაციით, ზოოპარკისა და ძაღლების თავშესაფრის მიმდებარე ტერიტორიებიდან ამოღებული ცხოველების ლეშის დამარხვა თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე, ვეტერინარულ-სანიტარიული წესების სრული დაცვით ხდება.

სპეციალურ ინსინერატორში (წვის ღუმელი, რომელშიც მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებით ხდება ცხოველთა ლეშისა და სხვა ბიოლოგიური ნარჩენების განადგურება). დღეის მდგომარეობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით დამარხული და განადგურებულია 78 ცხოველის ლეში. სააგენტოს სპეციალისტების ზედამხედველობით ვაკის ხორცპროდუქტების საწარმოდან გატანილია და თბილისის მყარი ნარჩენების პოლიგონზე განადგურებულია 41 ტონამდე მავნებლად მიჩნეული მზა სურსათი და ნედლეული. დღეიდან, ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე არსებული ხორცპროდუქტების და ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმო “21 საუკუნიდან” უვარგისი პროდუქციის ამოღება და გატანა დაიწყება. გარდა ამისა, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა თბილისის სხვადასხვა უბნიდან, მათ შორის სტიქიის შედეგად დაზარალებული წერტილებიდან სასმელი წყლის სინჯები აიღეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი და მოსახლეობას ეცნობება. წყლის ნიმუშის აღება გრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები