საბურთალოს, ვაკისა და მთაწმინდის რაიონს წყლის მიწოდება 19:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ
თბილისის საბურთალოს, ვაკისა და მთაწმინდის რაიონების ქუჩების ნაწილს წყლის მიწოდება 19:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ – ამის შესახებ განცხადებას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს. როგორც “კვირას ” კომპანიაში განუცხადეს, დოლიძისა და ჩაილურის ქუჩების კვეთაზე, გუშინ, მშენებლობის პროცესში დაზიანებული 900 მმ-იანი თუჯის მაგისტრალური მილის აღდგენითი სამუშაოები დღეს, 12:00 საათისთვის დასრულდება. იმის გამო, რომ მაგისტრალი სტიქიის ლოკაციასთან ახლოს მდებარეობს, კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”, უსაფრთხოების დაცვის მიზნით რეაბლიტირებულ მონაკვეთს დამატებით დაამუშავებს, რასაც რამდენიმე საათი დასჭირდება. მომხმარებლისთვის სასმელი წყლის მიწოდება მხოლოდ ლაბორატორიული კონტროლის გავლის შემდეგ აღდგება. შესაბამისად, საბურთალოს, ვაკის და მთაწმინდის ქუჩების ნაწილს, რომელსაც აქამდე წყალმომარაგება შეწყვეტილი აქვს, წყლის მიწოდება დღეს, 19:00 საათიდან ეტაპობრივად აღუდგება.