ნოდარ ხადური: ახალი სახლების მშენებლობისთვის მთავრობა და მერია მიწას გამოყოფენ

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, თბილისში 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულებისთვის ახალი სახლების მშენებლობის მიზნით მთავრობა და თბილისის მერია მიწას გამოყოფენ. მინისტრის განცხადებით, ევროკავშირმა გამოხატა მზადყოფნა, რომ სახლების მშენებლობისთვის საქართველოს 3 მილიონი ევრო გადმოურიცხოს. “ევროკავშირმა უკვე გამოხატა მზადყოფნა, რომ სახლების მშენებლობისთვის საქართველოს 3 მილიონი ევრო გადმოურიცხოს. ჩვენ, მთავრობა და თბილისის მერია კი მიწას გამოვყოფთ, სადაც მშენებლობები განხორციელდება. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან. გერმანულ მხარესთან, შვეიცარიელებთან, შვედებთან, თურქებთან იმისთვის, რომ მივიღოთ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური დახმარება. საქართველოში ჩამოვლენ ექსპერტები, გეოლოგები, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ვერეს ხეობას და ზოგადად თბილისში არსებულ ვითარებას”, – აღნიშნა ნოდარ ხადურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები