აბაშიძე კარასინს ტელეფონით ესაუბრა
რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ–მინიტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს ტელეფონით ესაუბრა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართულ-რუსული დიალოგის ფარგლებში 14 მარტისთვის დაგეგმილი შეხვედრა უახლოეს რამდენიმე კვირაში გაიმართოს. შეხვედრის ზუსტი თარიღი მოგვიანებით დაზუსტდება. პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის დროს დადასტურდა ქართულ-რუსული დიალოგის გაგრძელების მნიშვნელობა.