სტიქიით დაზარალებულთათვის უანგაროდ ავეჯის დამზადების სურვილი რუსთავში მცხოვრებმა მუშამ გამოთქვა
რუსთავში მცხოვრებმა თამაზ პაპიაშვილმა სტიქიით დაზარალებულთათვის, სრულიად უფასოდ, ავეჯის დამზადების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ განცხადება პაპიაშვილმა ფეისბუქში განათავსა და პირადი ნომერი მიუთითა. როგორც „კვირას“ დაზარალებულთა დახმარების მსურველმა განუცხადა, კონკრეტულ ავეჯზე შეკვეთის მიღებისთანავე, იგი კონკრეტულ მისამართზე მივა და შესაბამის ზომებს აიღებს. ავეჯის დამზადებაში კი საფასურს არ აიღებს. მისივე თქმით, გუშინ ერთი შეკვეთა უკვე მიიღო. თამაზ პოპიაშვილს ხის საამქრო რუსთავში აქვს და თბილისში ჩამოსვლა საკუთარი სახსრებით უწევს.