ანსამბლი „ერისიონი“ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტებს იწყებს

ანსამბლი “ერისიონი” წუხილს გამოთქვამს თბილისში მომხდარი ტრაგედიის გამო და უერთდება საერთო სამძიმარს. როგორც „კვირას“ ანსამბლ „ერისიონიდან“ აცნობეს, ანსამბლის თითოეული წევრი უკვე მეორე დღეა სტიქიური უბედურების ზონის სხვადსახვა ლოკაციაზე დაზარალებულთა გვერდით დგას. “ერისიონი”-ს მთლიანი შემადგენლობა წუხილს გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.
ამასთანავე, ხვალ ანსამბლი საქველმოქმედო კონცერტს ახალციხეში გამართავს. საქართველოს მაშტაბით, რეგიონებში ანსამბლის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტებია დაგეგმილი. მორიგი წარმოდგენა თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო საქველმოქმედო იქნება. კონცერტიდან შემოსული მთლიანი თანხა სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გადაირიცხება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები