„დღეს წლიური ეროვნული პროგრამა დამტკიცდება, რომელიც ნატოს წარედგინება“

დღეს დამტკიცდება წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც უახლოეს დღეებში ნატოს წარედგინება, – ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. “საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამა დღეს დამტკიცდება საქართველოს მთავრობის და შესაბამისად ნატოსთან ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის მიერ. შემდგომში ის წარედგინება ნატო-ს, ჩვენს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში პარტნიორებს და უახლოეს დღეებში, მიმდინარე კვირის განმავლობაში მოხდება აღნიშნული პროგრამის დამტკიცება ნატოს მხრიდან. ამ დოკუმენტში შედის ყველა მიმართულება, ძირითადი პრიორიტეტები, ვალდებულებები, რომელიც მუშაობის პერიოდში გამოიკვეთა ჩვენი მთავრობის ინსტიტუტების, პარლამენტის მხრიდან და შესაბამისად იყო შეჯერებული ნატოელ პარტნიორებთან”, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები