„2014 წლის ნატო-ს სამიტზე საქართველოს პროგრესი სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული“

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პროგრესი სათანადოდ უნდა იყოს დაფასებული 2014 წლის ნატო-ს სამიტზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის სახელმწიფო კომისიის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
მისი თქმით, წლიურ ეროვნულ სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საგარეო პრიორიტეტებს. “აქედან გამომდინარე ჩვენ ყველანაირად შევეცადეთ, რომ ამ სამოქმედო გეგმაში ასახულიყო საქართველოს საგარეო პრიორიტეტები. არის საუბარი ჩვენს უახლოეს სამეზობლოსთან ურთიერთობებზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც ჩვენ წელს გველის, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება და, რა თქმა უნდა, უმთავრესი არის ნატო-ს სამიტი. საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა როგორც დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით, ისე გლობალურ უსაფრთხოებაში საკუთარი წვლილის და კონტრიბუციის შეტანის კუთხით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს პროგრესი უნდა იყოს სათანადოდ დაფასებული და შეფასებული 2014 წელს”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები