თეთნულდზე სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა (ფოტო,ვიდეო)

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა პოლონეთის სამი მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უვნებლად ჩამოიყვანეს.
„საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაახლოებით დილით 10 საათისთვის შემოვიდა შეტყობინება მწვერვალ თეთნულდზე დარჩენილი სამი ტურისტის შესახებ, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ. მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო, 4 ათას 200 მეტრზე მყოფი მთასვლელები ბარში ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ. შეტყობინების მიღებისთანავე, სამაშველო-საძიებო ღონისძიებაში ჩაერთვნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მესტიის პირველი ქვე-განყოფილების სამთო მაშველები, რომელთაც აქტიურ დახმარებას უწევდნენ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები. მოგვიანებით, განსაკუთრებულ და საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ბაზიდან დამატებით გავიდა მაშველთა ჯგუფი.
სამაშველო ოპერაციის შედეგად მაშველებმა შეძლეს ტურისტების მყინვარწვერიდან უვნებლად ჩამოიყვანა.
სამაშველო ღონისძიებაში ჩართული იყო სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“-აღნიშნავენ შსს-ში.

11336900_662880063813996_2197260809501649351_o

10619981_662880123813990_8466364032326652059_o

11057774_662879943814008_8204860315063776323_o

11078270_662880067147329_5134402076789772083_o

11113978_662880057147330_5488036423690809273_o

11117981_376968019176054_1838164285_n

11130357_662879937147342_5323019950584576322_o

11270334_662879900480679_9089352617300299379_o (1)

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები