საგარეო საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ ბავშვებს უმასპინძლებს

ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება “ღია კარის დღე- ტური ვეცნობით მსოფლიოს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით გაიმართება.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნულ ღონისძიებაში 18 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა მონაწილეობს.
მათივე ინფორმაციით, “ღია კარის დღე – ტური ვეცნობით ევროპას” 09:00 საათიდან დაიწყო, საგარეო საქმეთა სამინისტროში ბავშვებს მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე შეხვდა და მათ სიმბოლურ პასპორტები გადასცა. ასევე დღის ბოლოს, მოსწავლეებს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი შეხვდება.
მინისტრი ბავშვებს ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს გადასცემს, რის შემდეგაც საგარეო საქმეთა სამინისტროში მიღება გაიმართება.
„ღონისძიების ფარგლებში შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლების- ლამისყანა, ქვემოჭალა, კოდისწყარო, ცერონისი, ტახტისძირი, წაღვლი, ბროლოსნი, ხურვალეთი, ეგრნეთ-მამისაანთუბანი, ავლევი, აბანო, ატოცი, დვანი, თამარაშენი, კნოლევი, ბერშუეთი, დიცი, ზემო ხვითი- საჯარო სკოლების მე-VI-VIII კლასის 42 მოსწავლე თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ეწვევა. წელს ღონისძიებაში მონაწილეობს 18 ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა: ჩეხეთი, თურქეთი, უკრაინა, იტალია, სლოვაკეთი, ბრაზილია, კატარი, ვატიკანი, გერმანია, ყაზახეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, ბრიტანეთი, ლატვია, ბულგარეთი, იაპონია, შვედეთი; ასევე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა და ნატოს სამეკავშირეო ოფისი“,-აცხადებენ სამინისტროში.
თბილისში მდებარე საელჩოების მონახულების შემდეგ, მოსწავლეები ისევ საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბრუნდებიან, სადაც ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე გოცაძე ბავშვებს შემეცნებითი ხასიათის ლექციას წაუკითხავს ევროკავშირსა და საქართველოს ევროპული ინტეგრაცის თემაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები