დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე საფრანგეთში მიემგზავრება

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭკუასელი, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ქართული დიასპორის (27 მაისი) დღეებთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, სამსახურებრივი მივლინებით საფრანგეთში მიემგზავრება.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება არა მხოლოდ საქართველოში. საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი სათვისტომო წელს ამ დღეს 28 მაისს აღნიშნავს. თეიმურაზ ჭკუასელი, ანსამბლ “ქართულ ხმებთან” ერთად, საფრანგეთის ქართული დიასპორის თხოვნით, 29 მაისს სპეციალურად ქართული სათვისტომოსთვის დაგეგმილ ფოლკლორული მუსიკის კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. გათვალისწინებულია შეხვედრები საფრანგეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან. ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით გაიმართება სხვა სახის ღონისძიებებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები