შსს-ს პოლონეთის სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხუთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, პოლონეთის რესპუბლიკის სასაზღვრო პოლიციის საზღვაო დანაყოფის ანალიზის, ინფორმაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კაროლ ტურზინსკი ეწვია. შს სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტი განხორციელდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროექტის „საქართველოს მთავრობის შესაძლებლობების განვითარება მიგრაციისა და საზღვრის მართვის სფეროში“ ფარგლებში, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.

როგორც უწყებაში განმარტავენს, ვიზიტის მიზანია შსს-ს სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებული „საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე რისკებისა და საფრთხეების ანალიზის ერთიანი სისტემის კონცეფციის“ განხორციელების სამოქმედო გეგმისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება.

ვიზიტის ფარგლებში, პოლონელი ექსპერტი შსს-ს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებს შეხვდა, მათ კომპეტენციებსა და ფუნქცია-მოვალეობებს გაეცნო. კაროლ ტურზინსკიმ საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე მწვანე საზღვარი და სასაზღვრო გამტარი პუნქტი მოინახულა. ექსპერტი აგრეთვე შეხვდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროს საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებს და საზღვრის ინტეგრირებული მართვის პროცესში ჩართულ უწყებებს შორის ინფორმაციის გაცვლის მეთოდებს გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები