თეა წულუკიანი: ზურაბ ადეიშვილის სხვა ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლად მოაზრება, ტრაგედიაა

 საუბარი იმაზე, რომ ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც იყო ჩემი წინამორბედი, უკრაინას არიგებს ჭკუას, ჩემთვის, როგორც უკრაინის გულშემატკივარი რიგითი ქართველისთვის, ტრაგედიაა – ასე აფასებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უკრაინაში საქართველოს ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის მიერ წამოწყებულ პროკურატურის რეფორმებს.
როგორც წულუკიანმა „ქრონიკაში“ აღნიშნა, უკრაინელი კოლეგების მიმართ ზურაბ ადეიშვილის რჩევები, წარსულის ის რეცეპტებია, რამაც საქართველოსთვის მხოლოდ უბედურება მოიტანა. „საუბარი იმაზე, რომ ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც იყო ჩემი წინამორბედი, ახლა, გაჭირვებაში მყოფ, თავისუფლებისთვის მებრძოლ სახელმწიფოს, საზოგადოებას, უკრაინას არიგებს ჭკუას, ჩემთვის, როგორც უკრაინის გულშემატკივარი რიგითი ქართველისთვის, არის ტრაგედია.
ეს ინტერვიუ მე ვნახე და მომეჩვენა, რომ წარსული მელაპარაკებოდა. ეს არის წარსულის ის მექანიზმები, რეცეპტები, რომელმაც საქართველოში მოიტანა ძალიან ბევრი უბედურება და რატომღაც ახლა ამ უბედურების ერთ-ერთი ავტორი სხვა ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლად მოიაზრება.
ეს თავისთავად ტრაგედიაა“, – განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტის იმ შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც უკრაინაში ზურაბ ადეიშვილის მიერ წამოწყებულ პროკურატურის რეფორმებს ეხებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები