შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს ჯორჯიის შტატის დელეგაცია ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს ჯორჯიის შტატის მაღალი დონის დელეგაცია ეწვია. სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში ჯორჯიის შტატის გამოძიების ბიუროს და პოლიციის დანაყოფების ხელმძღვანელი პირები და აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს თბილისის ოფისის წარმომადგენლები არიან.
დელეგაციის წევრები შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს არჩილ თალაკვაძეს, ადმინისტრაციის უფროსს ლელა ჩიქოვანს და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს შალვა კვინიხიძეს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სხვადასხვა დეპარტამენტის დირექტორებთან.
სტუმრები გაეცნობიან სამინისტროს მუშაობის სპეციფიკას და დაათვალიერებენ პოლიციის დანაყოფებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროსთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი პროექტები და სხვადასხვა მიმართულების ტრენინგები ხორციელდება. სწავლებების დიდი ნაწილი ჯორჯიის შტატის ინსტრუქტორთა ხელშეწყობით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები