პრემიერ-მინისტრმა ბათუმში სასტუმრო “ჰილტონი“ გახსნა(ფოტოკოლაჟი)

კიდევ ერთი მსოფლიო ბრენდი და 130 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია საქართველოში – ბათუმში დღეიდან „ჰილტონი“ ფუნქციონირებს. მაღალი დონის სასტუმრო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ჰილტონის“ გენერალურ მენეჯერთან და აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად გახსნა. საქართველოსადმი ნდობის დადასტურება, – ასე შეაფასა მთავრობის მეთაურმა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა ზღვისპირა ქალაქში და ინვესტორებს მადლობა გადაუხადა.
„ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ ბათუმი არის ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ქალაქი და აქვს ყველა რესურსი იმისა, გახდეს ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი. ბათუმში წელს კიდევ რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს გახსნა იგეგმება და ეს არის მნიშვნელოვანი რეგიონის განვითარებისთვის. აჭარა მდიდარია ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის საჭირო რესურსებით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

11269256_854290964661981_2797320215276768200_n

22697_854290887995322_1530096823833591387_n

10419013_854290961328648_7049827839094574111_n

11012995_854290354662042_3038609789503743412_n

11148210_854290531328691_7213542846705107887_n

11150959_854290301328714_6934704398319687297_n

11151072_854290367995374_467217428799308788_n

11225168_854290691328675_2530171292303747145_n

11256594_854290551328689_1744903311454652557_n

11263080_854290707995340_5048109147709400570_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები