„ჯარი გაიქცეოდა, როდესაც ყველამ იცოდა, სააკაშვილს ჩალაგებული ჰქონდა ჩემოდანი“

რუსეთ–საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომი შეიძლებოდა სხვა შედეგით დასრულებულიყო, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გადაცემაში „რეაქცია “ განაცხადა. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ დაიწყო ომი, მაგრამ საინტერესოა, რატომ დამთავრდა ეს ომი ასეთი სამარცხვინო შედეგით.
„ომი არის ჩვენი სუვერენული უფლება, ჩვენს ტერიტორიაზე ომი ვაწარმოოთ მაშინ, თუ ამას ჩავთვლით საჭიროდ. ხელისუფლებამ დაიწყო თუ არა ომი, ეს ჩემთვის აქტუალური თემა არ არის, მაგრამ რატომ დამთავრდა ასე სამარცხვინოდ ეს ომი, რატომ დაიკარგა ამდენი ტერიტორია, ამდენი უდანაშაული ადამიანი, ამდენი ჯარისკაცის სიცოცხლე? ბუნებრივია, შეიძლებოდა სხვა შედეგით დასრულებულიყო, რომ ყოფილიყო სხვა ტიპის დაგეგმარება, დამოკიდებულება, ელემენტარულად მიეცათ გმირობის მაგალითები მთავარსარდალს და მეთაურებს. როდესაც მთავარსარდალი გარბის, ჯარი გაიქცევა – ეს არის აქსიომა. ბუნებრივია, ყველა გაიქცეოდა, როდესაც ყველამ იცოდა, სააკაშვილს ჩალაგებული ჰქონდა ჩემოდანი და გასაქცევად ემზადებოდა. მთავარსარდალი იმისთვის ხარ, რომ შენ იყო მაგალითის მიმცემი ყველასთვის’’, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები