ირაკლი სესიაშვილი: “ნაციონალური მოძრაობის” ლექსიკაში არ არსებობს სიტყვა პასუხისმგებლობა

“ნაციონალური მოძრაობის” ლექსიკაში არ არსებობს სიტყვა “პასუხისმგებლობა”, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.
“სანამ ამ ტრიბუნამდე მოვიდოდი, ვფიქრობდი, რომ მართლაც აღარ ღირს წარსულზე ორიენტირება, მაგრამ ამ დარბაზში მოვისმინეთ არაერთი დემაგოგია. რიგ შემთხვევებში თქვენ მოისმინეთ შეკითხვები, ბატონო ირაკლი, რომელიც შორს იყო რეალობისგან, მაგრამ თქვენ ისმენთ შეკითხვებს შეკითხვებისთვის, იმისთვის, რომ ეს შეკითხვები მოხვდეს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ კონტროლირებად ტელევიზიებში და არა თქვენი პასუხები. ჩვენ მართლაც სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ და განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ლექსიკაში არ არსებობს სიტყვა პასუხისმგებლობა”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები