ჯეიმს აპატურაი: მოუთმენლად ველოდები საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრას და მუშაობის დაწყებას

მე მოუთმენლად ველოდები საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრას და მუშაობის დაწყებას, – ამის შესახებ ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ “მოამბესთან“ ინტერვიუში განაცხადა. როგორც აპატურაიმ განაცხადა, ნატოში თინა ხიდაშელს მაღალი დონის პროფესიონალად იცნობენ.

“გენერალურ მდივანს სურს მადლობა გადაუხადოს საქართველოს ნატოს ოპერაციებში შეტანილი წვლილისთვის. ის მიესალმება საქართველოს მიერ გაწეულ სამუშაოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით. საქართველომ დიდი სამუშაო ჩაატარა და აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ პროცესი სწრაფად წავიდეს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. შეხვედრაზე განვიხილავთ არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის შემდეგ ნაბიჯებს, მათ შორის ერთობლივი ცენტრის გახსნას. საერთო ჯამში კმაყოფილები ვართ, საკმაოდ კარგად მიდის პროცესი. გენერალური მდივანი მიიღებს ინფორმაცის ბოლო პერიოდში საქართველოში პოლიტიკური პროცესების შესახებ. ეს ეხება რეფორმებს, ასევე ცვლილებს მთავრობაში. მათ შორის თავდაცვის სამინისტროშიც სადაც შეიცვალა მინისტრი.
მე მოუთმენლად ველოდები საქართველოს თავდაცვის ახალ მინისტრთან შეხვედრას და მუშაობის დაწყებას. მას აქვს ძალიან კარგი რეპუტაცია . ნატოში ყველა ამბობს, რომ თავდაცვის ახალი მინისტრი არის მაღალი დონის პროფესიონალი, მონდომებული. ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ეს არის ის რასაც მივესალმებით. ასე რომ, ძალიან დადებითი, პოზიტიური აზრია ნატოში შექმნილი და ამ ფონზე ვიწყებთ მუშაობას. რაც შეეხება საწვრთნელი ცენტრის გახსნას, საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება საქართველოს მისაღებია სად იქნება . ვართ ძალიან ახლოს გადაწყვეტილების მიღებასთან. ცვლილებები იყო თავდაცვის სამინიტროში , მესმის კარგად რომ დრო სჭირდება. მზად ვართ შესასრულებლად. ჩვენ ვეხმარებით რეკომენდაციებით, გავაგძელებთ მხარდაჭერას და მთავრობისთვის დახმარების გაწევას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. შემდეგი ნაბიჯი იქნება ნატოს წვრთნები. წვრთნები ღია პარტნიორებისთვის“, – განაცხადა აპატურაიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები